აფეთქება ნუცუბიძის პლატოზე

Nusagi

ნუცუბიძის პლატოზე ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა, ჩამსხვრეულია ახლომდებარე კორპუსის მინები.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მოხდა გაზგასამართ სადგურზე. შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებს პოლიციის ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.

თვითმხილველების თქმით, აფეთქების მომენტში პერიმეტრზე 15-მდე ადამიანი მოძრაობდა.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, ასეთ ხალხმრავალ ადგილას არ უნდა იყოს გაზის გასამართი სადგური, მაგრამ მათ პროტესტს ყურადღება არავინ მიაქცია.

Facebook Comments
%d bloggers like this: