საზოგადოება

გიორგი გახარია: საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი

Nusagi

ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანა არის შემდეგი, პირველი – დავიცვათ წესები, მეორე – ვატაროთ ნიღბები. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვალდებულია და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გეგმა, რომელიც არის ეფექტური და ეს გეგმა გახლავთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სოციუმში დაბრუნება სწრაფად. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ დავიცვათ წესები.

„ჩვენ, ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება დახმარება იმაში, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და, რაც მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და მერწმუნეთ, რომ ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო კრიზისთან ადაპტაცია, შეძლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, რომ სწრაფად გამოავლინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ დავიცვათ წესები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,309 ნახვა
%d bloggers like this: