Advertisements

დონალდ ტრამპმა გუბერნატორებს მიმართა – უფრო მკაცრად უნდა მოიქცეთ, ციხეში უნდა ჩასვათ ხალხი 10 წლით და ეს სიტუაცია არ განმეორდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუბერნატორებს მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდა. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

Nusagi

როგორც იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტმა ვიდეკონფერენცია გამართა სხვადასხვა შტატის გუბერნატორთან და უსაყვედურა, რომ ისინი დემონსტრაციების დროს სისუსტეს ავლენენ.

„თქვენი უმრავლესობა სუსტია. უფრო მკაცრად უნდა მოიქცეთ, უნდა დააპატიმროთ ხალხი, უნდა დაედევნოთ ხალხს, ციხეში უნდა ჩასვათ 10 წლით და მაშინ ეს სიტუაცია არ განმეორდება“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც იუწყებიან, ტრამპთან და გუბერნატორებთან ერთად, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდა აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი, რომელმაც განაცხადა, რომ „დემონსტრაციების ორგანიზატორებისა და აგიტატორების გამოვლენაში ანტიტერორისტული ქვედანაყოფი ჩაერთვება“.

ამავე შეხვედრაზე ტრამპი გამოვიდა ინიციატივით, რომ აშშ-ის დროშის დაწვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული