თავშეყრის ადგილებში პირბადის არ გამოყენებაზე ჯარიმა დაწესდება

Nusagi

პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სისტემის მიერ დაწესებული რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე ახალი ჯარიმები დაწესდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან პარლამენტის ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეებს დაავალა, კანონპროექტი დაჩქარებული წესით შეიმუშაონ და განიხილონ.

ჯარიმები დაწესდება სხვადასხვა რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. რეკომენდაციებს შორისაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა.

“დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა საჯაროდ ისაუბრა.  რომ არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც მოქალაქეები არ იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან არის მოწოდებული. მინდა, ჯანდაცვის და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეებს ვთხოვო, რომ დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა და რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ამ წესების ადმინისტრირებას.

საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები დაწესებული, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად, ყოველდღიური, ხშირი, ინდივიდუალური გამოყენებისთვის. საჭიროა, უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა, ახალი ზომების განსაზღვრა, რათა შესაბამის სამსახურებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეცეთ საშუალება, რომ ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ. ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს, და ამავე დროს მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს.

ასეთი ტიპის დარღვევები არა ერთი, არამედ ბევრი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უკავშირდება, ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევაში ქმნის მცირე ეპიდემიოლოგიური გართულებებების საფრთხეს, რაც მათ შორის ბოლო 1 კვირის განმავლობაში გვქონდა სახეზე”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: