Advertisements

იტალიელების ახალი კვლევა: კორონავირუსი მაისში გაცილებით ნაკლებად გადამდები გახდა

იტალიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია ერთ-ერთი წამყვანი ექიმის, ს, ალბერტო ზანგრილიოს ინტერვიუს, რომელიც 31 მაისს Rai 3 -ზე გავიდა. ზანგრილიო სან-რაფაელის საავადმყოფოს მთავარი ექიმია. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსით ყველაზე დაზარალებულ რეგიონში, ქალაქ ბერგამოდან 45 კმ-ში მდებარეობს.

Nusagi

ინტერვიუში ზანგრილიომ თქვა, რომ კორონავირუსმა ძალა დაკარგა და შეიძლება ითქვას, რომ კლინიკურად ის უკვე აღარ არსებობს. ექიმის მოსაზრება მწვავედ გააკრიტიკეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ზანგრილიოს ბრალი დასდეს უპასუხისმგებლობაში.  თუმცა საღამოს ექიმმა განაცხადა, რომ იტალიელები იმსახურებენ სიმართლეს, მისი თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩატარებული კვლევებით, იტალიაში Covid-19 თავდაპირველი ფორმით აღარ არსებობს.

როგორც news1 აღნიშნავს, ზანგრილიოს მოსაზრებას საფუძველი აქვს. მისი სიტყვები ეყრდნობა მილანში ჩატარებულ კვლევას, რომლის შედეგებიც მალე გამოქვეყნდება.

კვლევის თანახმად, მარტიდან მაისის ჩათვლით, კოვიდდადებითი პასუხის ტესტებმა აჩვენა, რომ პაციენტების ორგანიზმში ვირუსის ოდენობა ბევრად შემცირებულია. მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორტორიის დირექტორი, პროფესორი მასიმო კლემენტი, რომელიც აღნიშნული კვლევის კურატორია, აცხადებს, რომ გაანალიზებულია 200 პაციენტის მონაცემები ვირუსულ დატვირთვაზე. შედეგი კი, ექსტრაორდინალურია- ვირუსი მაისში გაცილებით ნაკლებად გადამდებია მარტთან შედარებით და ეს ეხება ყველა ასაკის პაციენტს. 

მისივე თქმით, თუ არ იქნება პირდაპირი მტკიცებულება, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ნამდვილად შეცვლილია მისი კლინიკური გამოვლინება, რაც შესაძლოა, თბილ ამინდებს უკავშირდებოდეს. კლემენტი ამბობს, რომ ამჟამად ეს სულ სხვა დაავადებაა, რაც მარტსა და აპრილში იყო. სხვაობა ძალიან დიდია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ არ გვყავს არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი ინტენსიურ თერაპიაში, არც ნახევრადინტენსიურში. ბოლო რამდენიმე კვირაა პაციენტებს მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ“,-აცხადებს პროფესორი. 

მისივე თქმით, ვირუსის შესუსტების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ეს ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ვირუსი კონტაქტში შედის ადამიანთან.

„სხვათა შორის, გვაქვს საშუალება, დავადგინოთ ადამიანის ორგანიზმში არსებული ვირუსის რაოდენობაც. ადრე ეს მეთოდი შიდსთან ბრძოლისას გამოიყენებოდა“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული