მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ვატაროთ ნიღბები

Nusagi

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება და მოქალაქეთა მობილობის გაზრდა ინფიცირების შემთხვევების რისკს ზრდის, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, -ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, ეს მსოფლიომ ერთობლივად უნდა გააკეთოს. ამიტომ  მთავრობის ამოცანაა ეფექტური კონტროლი ვირუსის გავრცელებისა როგორც დროში, ისე სივრცეში.

„მოვუწოდებ ყველა მოქალაქე, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველაზე მარტივი წესი.

ჩვენ არ გვაქვს სურვილი ყველაფრის ხელახლა დახურვის. მთავრობის მიერ გამოყოფილი სოციალური დახმარება არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას მოქალაქეებს, აღიდგინონ თავისი შემოსავალი. 

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ვატაროთ ნიღბები, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ამით შევინარჩუნოთ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ვირუსი სწრაფად გამოვლინდეს, ჩვენი მობვალეობა კი არის სიფრთხილე და გარწმუნებთ, ჩვენ აქედან კიდევ უფრო გაძლიერებულები გამოვალთ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: