პოლიტიკა

„ნაციმოძრაობაში” პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განიხილებოდა, არ განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს არც არასდროს განიხილავდა და არც მომავალში გეგმავს განხილვას.

როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პარტიის პოზიცია.

„სხვა პარტიები თავისი სახელით ისაუბრებენ ამ თემაზე. მე შემიძლია გითხრათ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, რომ “ნაციონალურ მოძროაბაში” გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მოძრაობაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების ნაწილი არჩევნებში გამარჯვებისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,601 ნახვა
%d bloggers like this: