Advertisements

ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ 24 ივნისისთვის გამოჯანმრთელდება და მოსკოვში აღლუმს დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს დაურეკა და დაბადების დღე მიულოცა. ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს და მის ოჯახს კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

Nusagi

სატელეფონო საუბრის დროს, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე და ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა, კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ სომხეთს დახმარება აღმოუჩინოს.

ფაშინიანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს, 24 ივნისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმზეც ისაუბრეს. სომხეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ 24 ივნისისთვის ის გამოჯანმრთელებული იქნება და აღლუმზე დასწრებას შეძლებს.

ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში დღეს განაცხადა  რომ ის და მისი ოჯახის წევრები „კოვიდ-19“-ით არიან ინფიცირებულები. პრემიერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს და მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფება.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული