ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდგინდათ

Nusagi

სომხეთის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს კოვიდ19 დაუდგინდათ, ამის შესახებ მან ფეისბუქის პირადი გვერდის ლაივ ჩართვაში განაცხადა.

ფაშინიანმა თქვა, რომ დაავადების სიმპტომები ჯერ არ აღენიშნება, თუმცა შესაძლოა დაეწყოს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის ძალიან ნერვიულობს, რომ ვირუსი უფროსი ასაკის ადამიანებს არ გადასდოს.

„რეზიდენციაში ვიქნები, აქ ყველა პირობა მაქვს, ყველანაირი კავშირის საშუალება. როგორც შემიძლია ისე ვიმუშავებ“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: