Advertisements

ჩვენ როცა ვუჩივლეთ, დაჯარიმდა, თვითონ რომ მიჩივლა, ფეხები ვერავის მოსჭამა – პატარაია კუბლაშვილზე

მარიამ კუბლაშვილის განცხადება ბაია პატარაიას წინააღმდეგ სახელმწიფო ინსპექტორმა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგნიზაცია ,,საფარი” ავრცელებს.

Nusagi

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ორგანიზაციის დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩვენ როცა ვუჩივლეთ კუბლაშვილს სახელმწიფო ინსპექტორთან, კი დაჯარიმდა 1000 ლარით და თვითონ რომ მიჩივლა, ფეხები ვერავის მოსჭამა. ამას წინათ გამოდგა კიდევ ტელევიზიით და იჭორავა “საფარზე”, რომ თითქოს თურქი(!) კაცის ნაცემი ქალის ულფებები არ დავიცავით, იმიტომ რომ თურმე “დაფინანსებას ვერ მივუღებდით” ამ საქმეზე. ამ უვიცს ვინმემ აუხსენით, როგორ მუშაობს არაკომერციული სექტორი: ჯერ ერთი, ორგანიზაციის დაფინანსება არასდროსაა მიბმული კონკრეტულ საქმეზე. მეორეც, არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს დაფინასნება მხოლოდ საქმიანობის და ბენეფიციართა მითითებით, ასე მაგალითად, ოჯახში ძალდობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად. ამ შოვნისტს თუ ჰგონია, რომ დამნაშავის ეროვნებით წყდება დაფინანსების მიღება – მთლად იდიოტი ყოფილა“,- წერს ბაია პატარაია. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული