Advertisements

reuters: იტალიელი ექიმის მტკიცებით, კორონავირუსი ძალას კარგავს

ახალი კორონავირუსი თავის აქტიურობას კარგავს და გაცილებით ნაკლებად მომაკვდინებელი ხდება, ამის შესახებ იტალიის ერთ-ერთი წამყვანი ექიმი აცხადებს. ალბერტო ზენგრილიოს სიტყვებს „როიტერი“ ციტირებს.

Nusagi

„სინამდვილეში, იტალიაში კლინიკური კორონავირუსი აღარ არსებობს“,-აცხადებს ზენგრილიო, მილანის სან-რაფაელის საავადმყოფოს მთავარი ექიმი. საავადმყოფო ლომბარდიის რეგიონის ჩრდილოეთში მდებარეობს, სადაც იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო. 

„ბიომასალა, რომელიც ბოლო დღეებში ავიღეთ პაციენტებისგან, გვაჩვენებს, რომ ვირუსის რაოდენობრივი დატვირთვა გაცილებით მცირეა, ვიდრე ერთი თვის წინ იყო“,-განაცხადა მან rai-სთან ინტერვიუს დროს.

იტალია COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. 21 თებერვლის შემდეგ ქვეყანაში 33 415 პაციენტი დაიღუპა. სულ დაავადებული იყო 233 019 ადამიანი,  ამ მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს. 

თუმცა მაისში ახალი დაავადებულებისა და გარდაცვლილების რიცხვი ბევრად შემცირდა. ქვეყანა თანდათან უბრუნდება ძველი ცხოვრების რიტმს. 

ზენგრილიო ამბობს, რომ ზოგი ექსპერტი მეორე ტალღის პერსპექტივის გამო ზედმეტად არის პანიკაში. პოლიტიკოსებმა კი, ახალი რელობა უნდა გაითვალისწინონ.

„ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ნორმალური ქვეყანა“,-ამბობს ექიმი. „ვიღაცამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ქვეყნის დატერორებისთვის პასუხისმგებლობა“.

ხელისუფლება კი, აცხადებს, რომ სიფრთხილეა საჭირო და ჯერ კიდევ ადრეა გამარჯვებაზე საუბარი.

„მეცნიერულად დადასტურებული ცნობების გარეშე, მათ, ვინც დარწმუნებულია, რომ ვირუსი გაქრა, ვთხოვთ, ნუ დააბნევენ იტალიელებს“,-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სანდრა ზამპა.

მისი თქმით, ამის ნაცვლად, იტალიელებს უნდა შევთავაზოთ მაქსიმალური სიფრთხილე და ფიზიკური დისტანციის დაცვა. დიდი თავყრილობები, ხელების ხშირი დაბანა და ნიღბების ტარება! 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული