აშშ-ში იტალიური საცხობის მეპატრონეებმა მოროდიორებისგან ბიზნესი იარაღით დაიცვეს

Nusagi

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, კლივლენდში დაწყებული მშვიდობიანი პროტესტი ისევე, როგორც აშშ-ს სხვა ქალაქებში, ძარცვასა და მოროდიორობაში გადაიზარდა. ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარე მცირე ზომის საცხობი, რომელიც 1958 წლიდან ფუნქციონირებს და იტალიური ოჯახის საკუთრებაა, ბრბოს თავდასხმისგან მისმა მეპატრონეებმა დაიცვეს. იტალიელი ძმები კარებში იარაღებით ჩადგნენ და თავიანთი ბიზნესი ასე გადაარჩინეს.

მოგვიანებით ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოს ავტორი საცხობის მფლობელს ეკითხება, დაზღვეული აქვს თუ არა ბიზნესი. როგორც შემგდომში მან ფეისბუქზე დაწერა, გაკვირვებულია, თუ რატომ ემუქრებოდნენ მომიტინგეებს საცხობის მფლობელები იარაღით, თუ ბიზნესი დაზღვეული ჰქონდათ. „ისინი ჩაამტვრევდნენ შუშებს და წავიდოდნენ, რა საჭიროა იარაღი”“,-კითხულობს ავტორი. 

სოციალურ ქსელში ვიდეოს ავტორს საცხობის მეპატრონე ოჯახის ერთ-ერთი წევრი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს კითხვა ცინიკურია. „ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე ვიდექით და ვიცავდით ჩვენს ბიზნესს განადგურებისგან“,-უპასუხა მან. 

მას შემდეგ, რაც ბრბო საცხობს მოშორდა, დაახლოებით ერთი მილის მანძილზე ჩაამტვრია თითქმის ყველა მაღაზიისა თუ დაწესებულების ვიტრინები, გაძარცვა და გაანადგურა კერძო მეწარმეთა ქონება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბევრი მათგანი ალბათ, ვერ შეძლებს კვლავ აღადგინოს ბიზნესი, რადგან ისედაც მცირე მარჟაზე მუშაობდნენ, ახლა კი, რემონტისა და ინვენტარის შესაძენი ხარჯი დაემატათ. 

დალასში, მაღაზიის ერთ-ერთი მეპატრონე, რომელიც თავისი საკუთრების დასაცავად მაჩეტეთი გამოვიდა, მაღაზიის წინ მომიტინგეებმა სასიკვდილოდ ჩაქოლეს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: