დიმიტრი ხუნდაძე: სვეტიცხოველთან მოვაჭრეების საქმიანობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება

Nusagi

„წინასაარჩევნო მზრუნველობა და ჭიქაში ქარიშხალი“, – ასე შეაფასა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სვეტიცხოველთან მოვაჭრეების მიმართ „პოლიტიკური ცრემლების“ ღვრა.

ხუნდაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, ნუ დაიღლებიან ზედმეტი ენერგიის ხარჯვით და ჯობია, საქმით დაკავდნენ.

„მცხეთაში, სვეტიცხოველთან მოვაჭრეების საქმიანობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება და არც შეიძლება დაემუქროს, ამიტომ ამ საქმით შეწუხებული პოლიტიკური პარტიები ნუ დაიღლებიან ზედმეტი ენერგიის ხარჯვით და ჯობია, მართლა საქმით დაკავდნენ“, – აცხადებს ხუნდაძე.

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მცხეთის მერია ხელს უშლის მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებულ გარე ვაჭრობას, სადაც 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: