Advertisements

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-5 ივნისს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი, რის შედეგადაც ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.

Nusagi

შესაძლებელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან კი სეტყვა.

3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 3 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და 4 ივნისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული