Advertisements

ტრამპი: არეულობის გამო დაკავებული ანარქისტების გირაოს ბაიდენის 13 თანამშრომელი რიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა „თვითერზე“ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მინეაპოლისში არეულობის დროს დაკავებული მოქალაქეების ნაწილის გასათავისუფლებლად ფულს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოკავშირეები რიცხავენ.
„მე თავზარდაცემული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ჯო ბაიდენის 13 თანამშრომელი ფულს რიცხავდა, რათა მინეაპოლისში დაკავებული ანარქისტების გირაო გადაეხადათ. ისინი ციხეში უნდა დარჩენილიყვნენ, ვიდრე ეს ყველაფერი არ დასრულდებოდა და შემდეგაც“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა…

Nusagi

შაბათს ბაიდენის კომპანიის 13-მა თანამშრომელმა თვითერზე დაწერა, რომ თანხებს რიცხავენ მინესოტის თავისუფლების ფონდში, რომელიც დაკავებულებისთვის გირაოს თანხის დაწესებას ეწინააღმდეგება. აღნიშნული შემოწირულობა დაკავებულთა გირაოს გადახდას ემსახურება.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული