ალი ბაბაევი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Nusagi

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები მხარს უჭერენ მოძმე ქართველ ერისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ქართული სიწმინდეების დაბრუნებას. მათ შორის, იმ სიწმინდეებისა, რომლებშიც ქართველი სასულიერო პირები საუკუნეების მანძილზე მსახურობდნენ და დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა.

ტრაბზონთან ახლოს მდებარე სუმელას მონასტერი, რომელიც ლაზების მიწაზე ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში აშენდა, საუკუნეების მანძილზე მართლმადიდებლური საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სიწმინდედ ითვლებოდა. სუმელა ლაზური სიტყვაა და სამებას ნიშნავს.

მონასტერში მყოფი სასულიერო პირების უმეტესობას ქართველები (ლაზები) შეადგენდნენ.
ტრაპიზონის იმპერიის დროს, რომელიც ფაქტობრივად, თამარ მეფემ შექმნა, მონასტერი აქ მცხოვრები ადამიანების მთავარ სიწმინდეს წარმოადგენდა. სწორედ ტრაპიზონის დინასტიის მმართველთა შთამომავალი (რომლებსაც უმეტესად, ქართული ფესვები ჰქონდათ) გახლავთ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მმართველის აკ-კოიუნლუ უზუნ-ჰასანის ცოლი  და აზერბაიჯანის სახელმწიფოს დამფუძნებელის შაჰ ისმაილ ხატაის ბებია დესპინა-ხათუნი.

სუმელას მონასტერს ოსმალეთის იმპერია მფარველობდა. მონასტრის წესები დამტკიცებული იყო სულთან სელიმ პირველისა და ყველა მომდევნო მმართველის მიერ. მონასტრის მკვიდრთა შორის ქართველთა (ლაზებისა და აჭარლების) წილი დროთა განმავლობაში შემცირდა. მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის სამწუხაროდ, მონასტერში ქართველი სასულიერო პირი აღარ დარჩა (ისევე, როგორც ათონის ივერთა მონასტერში)

2015 წლიდან თურქეთის ხელისუფლებამ ბერძენ სასულიერო პირებს ნება დართო მონასტერში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე  მსახურება შეესრულებინათ, ბერძნული ეკლესიის ე.წ. ახალი სტილის კალენდრის შესაბამისად, 15 აგვისტოს.

იმავდროულად, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც აღნიშნავს ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობა) 28 აგვისტოს. საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი თურქეთის ხელისუფლებას თხოვს ხელი შეუწყოს 28 აგვისტოს ქართველ მომლოცველთა მისვლას სუმელას მონასტერში და ნება დართოს ქართველ სასულიერო პირებს მონასტერში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩაატარონ.

სუმელას მონასტერი ქართველის ხალხისთვის ისეთივე სიწმინდეა, როგორც ბერძენი ხალხისთვის და შეუძლია ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობის სიმბოლოდ იქცეს.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი ალი ბაბაევი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: