„ბიბისი“ – ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი

Nusagi

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა აშშ-ში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. 46 წლის აფროამერიკელი მოქალაქე მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ვიდეო, რომელშიც 44 წლის სამართალდამცველი დერეკ შოვინი კისრის არეში მუხლით აწვება ჯორჯ ფლოიდს მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა ნახა. პოლიციის ძალადობისა და რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოს არაერთ ქვეყენაში გაიმართა.

ჯორჯ ფლოიდი ტეხასის შტატის, ქალაქ ჰიუსტონში დაიბადა. ის იმ უბანში გაიზარდა, რომელიც ფერადკანიანთა თემის ცენტრად ითვლება და ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ამავე უბანში გაიზარდა ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბიონსე. აქ მღეროდა კანადელი რეპერი დრეიკი და 1990-იან წლებში თავად ჯორჯ ფლოიდიც, რომელიც ერთ დროს ჰიპ-ჰოპ ჯგუფის წევრი გახლდათ.

თუმცა, ისევე როგორც თითქმის ყველა ამერიკულ ქალაქში, ჰიუსტონშიც იყო სიღარიბე, რასობრივი დაყოფა და ეკონომიკური უთანასწორობა. 1920-იანი წლებში სეგრეგაციით დაზიანებულ უბანში ბოლო წლებში ხშირი იყო ძალადობა და დაძაბულობა. მწვავედ იდგა საცხოვრებლის პრობლემაც.

ფლოიდი ნიჭიერ სპორტსმენად იზრდებოდა. სიმაღლეში 1.95 სანტიმეტრს აღწევდა. მეგობრები, რომლებიც ფლოიდს ბავშვობიდან იცნობენ აცხადებენ, რომ ის ცნობილი იყო ზედმეტსახელით „ნაზი გიგანტი“. ის თამაშობდა კალათბურთს და ამერიკულ ფეხბურთს. 1991 წელს მონაწილეობდა ტეხასის შტატის შიდა ჩემპიონატშიც. ის ჯონ ეიტსის სკოლის საფეხბურთო გუნდში ირიცხებოდა. შემდეგ კი ფლორიდის შტატში, ეივონ პარკში მდებარე ჩრდილოეთ კაროლინის კოლეჯში კალათბურთელი გახდა. ის ტეხასში სწავლის დასასრულებლად დაბრუნდა, მაგრამ უნივერსიტეტის ხარისხი არ მიუღია.

ამის შემდეგ ჯორჯ ფლოიდის ცხოვრებაში ნეგატიური პერიოდი იწყება. ის რამდენჯერმე იყო დაკავებული ქურდობისთვის და ნარკოტიკების მოხმარებისთვის. კულმინაცია იყო 2007 წელი, როდესაც ფლოიდს ძარცვისთვის ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ფლოიდი ადგილობრივი სასჯელაღსრულების სამინისტროს რეინტეგრაციის პროგრამაში მონაწილეობდა.

როგორც ფლოიდის ოჯახის წევრებმა ჰიუსტონის მედია უთხრეს, ფლოიდი 2018 წელს ჩავიდა მინესოტაში. ეს მას ქრისტიანულ საქველმოქმედო ორგანიზაციის პროგრამაში დასაქმებულმა მეგობრებმა ურჩიეს. როგორც ფლოიდის ამხანაგები ყვებიან, ის „ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებდა“. მინესოტაში ფლოიდი საქველმოქმედო ორაგანიზაციაში დაცვის სამსახურში მუშაობდა. შემდეგ იყო სატვირთოს მძღოლი და დაცვის თანამშრომელი ერთ-ერთ ღამის კლუბში, სადაც მას „დიდ ფლოიდს“ ეძახდნენ. ისევე როგორც სხვა ბევრმა ამერიკელმა, ფლოიდმაც სამსახური კორონავიურსის ეპიდემიის გამო დაკარგა.

ფლოიდის დაკავება

როგორც ცნობილია, მისი დაკავების დროს ის სიგარეტის ყიდვას ყალბი 20 დოლარიანით შეეცადა. ამის შესახებ პოლიციას თინეიჯერმა გამყიდველმა შეატყობინა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მაღაზიის გამყიდველმა პოლიციას უთხრა, რომ ფლოიდი სავარაუდოდ ნასვამია და თავს ვერ აკონტროლებს.

ამასთან, როგორც „ენ-ბი-სი“-სთან ინტერვიუში მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, ფლოიდთან მას პრობლემები არასდროს ჰქონია. თუმცა, ინციდენტის დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა. 911-ში განხორციელებული ზარის შემდეგ, ადგილზე მივიდა ორი პოლიციელი. ამ დროს ფლოიდი ორ პირეთა ერთად ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანაში იჯდა.მანქანასთან მიახლობის შემდეგ, ერთ-ერთმა პოლიციელმა თომას ლეინმა იარაღის მუქარით უბრძანა ფლოიდს, ხელები აეწია. ამასთან, პროკურატურა ვერ ხსნის, რა საჭირო იყო იარაღის გამოყენება. შემდეგ პოლიციელმა ფლოიდი მანქანიდან გადმოიყვანა. გამოძიების ცნობით, ხელბორკილის დადების დროს ფლოიდი აქტიურად უწევდა წინააღმდეგობას სამართალდამცველებს. თუმცა, ამის შემდეგ ის პოლიციას დაემორჩილა და ლეინმა მას განუმარტა დაკავების მიზეზი. დაპირისპირება სავარაუდოდ მაშინ დაიწყო, როდესაც პოლიციელები ფლოიდს საპატრულო მანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვეს.

რამდენიმე წუთში ის მიწაზე დავარდა და პოლიციელებს უთხრა, რომ მას კლაუსტროფობია აქვს. ამ დროს ადგილზე მივიდნენ სხვა პოლიციელებიც. მათ შორის იყო დერეკ შოვინი, რომელმაც ასევე სცადა ფლოიდისთვის ეიძულებინა მანქანაში ჩაჯდომა. ამ დროს ფლოიდი დაეცა მიწაზე. მას ხელბორკილები ჰქონდა დადებული. სწორედ ამ დროს თვითმხილველებმა დაიწყეს ინციდენტის მობილური ტელეფონით გადაღება. ეს ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ისინი მილიონობით ადამიანმა ნახა. ჩანაწერში ჩანს, რომ დარეკ შოვინმა ფლოიდს თავსა და კისერს შორის არეში მუხლი დააბჯინა. „მე ვეღარ ვსუნთქავ“, – ამ სიტყვებით ფლოიდმა პოლიციელს რამდეჯერმე მიმართა.

პროკურატურის მონაცემებით, შოვინი ფლოიდს რვა წუთისა და 46 წამის განმავლობაში აწვებოდა. ბოლო ორი წუთის განმავლობაში ფლოიდი ხმას აღარ იღებს და უმოძრაოდ წევს. თვითმხილველები მოუწოდებენ პოლიციელს, შეამოწმოს დაკავებულის გულისცემა. ერთ-ერთი ოფიცერი ასეც იქცევა.

ამის შემდეგ ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ერთ საათში ოჯახს მისი სიკვდილის შესახებ შეატყობინეს.

წყარო:1tv.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: