ზვიად ციკოლია ნაცმოძრაობას – დაოკდით და ნერვებს მიხედეთ ოფიციალურად ნუ მაგინებინებთ თავს

Nusagi

ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრალდებებს ეხმაურება და წერს:

„ნაცმოძრაობის საყურადღებოდ!
თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2ჯერ დამიკვეთეს საათები და ორივეჯერ ტენდერის გარეშე, თუმცა მაშინ არავინ შეშფოთებულა. დაოკდით და ნერვებს მიხედეთ. ოფიციალურად ნუ მაგინებინებთ თავს“,-წერს ზვიად ციკოლია.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისთვის საჩუქრად ზვიად ციკოლიას ექსკლუზიური დიზაინის საათები დაამზადებინა, რასაც „ნაცმოძრაობის“ პროტესტი მოყვა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, საათების დიზაინი ციკოლიას ტენდერის გარეშე დაამზადებინეს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: