თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან 83 წლის გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს

Nusagi

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. მათ შორის ერთი, მედიკოსების შეფასებით, უმძიმესი პაციენტი იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეფასდა, თუმცა, ექიმების დახმარებით, 83 წლის პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, აქ კოვიდინფიცირებული 55 პაციენტი რჩება, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, ექიმების შეფასებით, დამაკმაყოფილებელია. მათ გართულებები არ აღენიშნებათ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: