იბუპროფენი შესაძლოა, covid19-ის სამკურნალოდ გამოიყენონ

Nusagi

 ბრიტანელი ექიმები ატარებენ ცდებს იმის გამოსარკვევად, შეიძლება თუ არა Covid-19 -ის მძიმე ფორმის მკურნალობა იბუპროფენით. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა ლონდონში ჩატარდება.

ექსპერტები იმედს გამოთქვამენ, რომ სპეციალური ფორმულა, რომელსაც იაფი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი შეიცავს, კოვიდინფიცირებულების სიცოცხლისთვის საშიშ, სუნთქვის პრობლემებს მოაგვარებს. 

ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ Covid-19 -ით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დაავადებისას, იბუპროფენით მკურნალობა გადარჩენის შანსებს 300%-ით ზრდის. ექიმების თქმით, ეს ძალიან კარგი შედეგია, ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ცდები ადამიანებზეც წარმატებული იქნება.

პანდემიის საწყის ეტაპზე გამოითქვა შიში, რომ იბუპროფენს Covid-19​-ის მსუბუქი სიმპტომები შასაძლოა, უფრო დაემძიმებინა, თუმცა 13 სამეცნიერი კვლევის შედეგებით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, მათ შორის იბუპროფენის მავნე ან სასარგებლო ეფექტი არ დადასტურდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: