მამუკა მდინარაძე: ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და ერუდიციაზე

Nusagi

„კონცენტრირება და აქცენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და ერუდიციაზე და ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი იყო ერთგვარი გამოცდა ხელისუფლებისთვის, კრიზისული მენეჯმენტის თვალსაზრისით და ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

„ბუნებრივია, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს და არც ჩვენ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმატების ფორმულა იქნება იმაში, რომ დღეს, ოპოზიციაში არ არის მსგავსი ძალაც კი, რომელიც რეალურად და გულწრფელად ზრუნავს მოქალაქეებსა და ამ ქვეყნის განვითარებაზე და შეუძლია ეს. კოვიდ -19 იყო ერთგვარი გამოცდა ჩვენი ხელისუფლების, თუ რამდენად შეუძლია კრიზისულ სიტუაციებში მართოს ქვეყანა და შეუძლია სწორი გადაწყვეტილებები განახორციელოს ხელისუფლებამ და ეს გამოცდა ჩააბარა ამ პირველ ეტაპზე წარმატებით ჩვენმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: