სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ სროლა იყო. არიან დაშავებულები

თბილისში ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ, სროლა იყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არიან მსუბუქად დაშავებულები. ისინი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიდაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

https://ge.cloudvod.imedi.ge/new/V/2006/22/45/56/z4YJX5bVr0avwE0Qx5Zk0A/4324234.mp4

Facebook Comments

ახალი დადებული