ხათუნა ხოფერია: დღეს მსოფლიო დგას ფაქტის წინაშე, რომ არსებობს ორი ამერიკა

Nusagi

დღეს  მსოფლიო დგას ფაქტის წინაშე, რომ არსებობს ორი ამერიკა,-ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა, ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა.

მისი თქმით,  ძალიან კარგად არის ცნობილი, ვისი მოთხოვნა იყო საქართველოში კოჰაბიტაცია.

„დღეს რეალურად მსოფლიო დგას ფაქტის წინაშე, რომ არსებობს ორი ამერიკა. ერთი არის აგრესიული ნეოლიბერალიზმის მომხრე ამერიკა და მეორეა ჩვეულებრივად, კონესრევატორული ამერიკა. თუმცა იქაც არიან ნეოკონსერვატორები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართულ ოცნებაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამის გავლენის ქვეშ იყვნენ. საქართველოში ამ ორგანიზაციების თავი და თავი იყო ლევან რამიშვილი და იყო გიგა ბოკერია. ისინი თანამშრომლობდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან დიდ თანხებთან ერთად. და რა თქმა უნდა, გვაქვს უკრაინის ფაქტი, როდესაც ბაიდენის შვილზეა აღძრული საქმე, იქ მიდიოდა მილიონობით თანხები და მერე უკან ბრუნდებოდა. იგივე ხდებოდა საქართველოშიც. დღეს ამის აპრობაცია მოხდა ამერიკაში. ეს არის დამანგრეველი ძალა, მინდა მივმართო საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს არის დამანგრეველი ძალა, ჩვენი შვილების დანგრეული მომავალი. იცით, ვინ იყო პირველი, ვინც ნეოლიბერალების ხელშეწყობით მოვიდა? ეს იყო პინოჩეტი, ერთ-ერთი ბოლო კი, ვინც აგრესიულმა ლიბერალებმა ხელისუფლებაში მოიყვანეს, იყო მიხეილ სააკაშვილი“,-აცხადებს ხათუნა ხოფერია. 

Facebook Comments
%d bloggers like this: