ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი კავასაკის სინდრომს იწვევს

Nusagi

ჯერჯერობით მყარი მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი კავასაკის სინდრომს იწვევს, არ არსებობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„სამეცნიერო ლიტერატურაში მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, ხომ არ იწვევს ბავშვებში კავასაკის სინდრომს კორონავირუსი. ზოგადად, ეს სისხლძარღვოვანი დაზიანება ვლინდება სხვადასხვა ვირუსული ინფექციის დროს. რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, მაგრამ ჯერჯერობით მყარი მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი კავასაკის სინდრომს იწვევს, არ არსებობს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოში 2 თვის წინ დაისვა ასეთი დიაგნოზი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ბავშვებში კავასაკის სინდრომის განვითარების შემთხვევა არ გვქონია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: