ბოკერიას დაჯგუფებამ პარტია დაშალა და გააკოტრა – ფული წაიღეს, სურათები ჩამოხსნეს

Nusagi

„ძალიან სასაცილოა თუ გიგა ბოკერიას სურს პრემიერობა, მილიონამდე მხარდაჭერა გამოუცხადა ამომრჩეველმა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპული საქართველო“ ნახევარიც არ ყოფილა და რანაირად შეიძლება, რომ პრემიერ-მინისტრი მათი პარტიიდან იყოს,-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, ყოფილი პარლამენტარი მეგი გოცირიძე აცხადებს.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ რეიტინგი არ აქვს.

ძალიან კარგად ვიცით „ევროპული საქართველოს“ რეიტინგები, დავით ბაქრაძის მოწონების მაჩვენებელი ასტრალშია და ხმას არავინ აძლევს და რანაირად შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს ბოკერიას, ალბათ თვითონ იქნება ბოკერია სხვას ვის გაუშვებს.

ყველაფერს აქვს ზღვარი პარლამენტში ფრაქცია გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებით, ვინც არიან და რასაც წარმოადგენენ კი ვნახეთ რეიტინგით,” აცხადებს მეგი გოცირიძე.

მისივე თქმით, „ევროპულმა საქათველომ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ფული წაიღო.

„უზარმაზარი ოპოზიციური ფრაქცია დაშალეს, მიშა სააკაშვილის მხარდამჭერების ხმებით. გარიგებაში იცით როდის შევიდნენ? ივანიშვილის 3 დავალება მისცა პუტინმა:

დაეშალა „ნაციონალური მოძრაობა“, მიშა დაეჭირათ და რუსთავი 2 წაეღოთ. მიშა ვერ დაიჭირა, რუსთავი 2 წაიღო მაგრამ რამდენიმე რუსთავი 2 გაჩნდა და პარტია დაიშალა.

ბოკერიას დაჯგუფებამ პარტია დაშალა და გააკოტრა – ფული წაიღეს პარტიის ბალანსიდან, ოფისები წაიღეს, მათ შორის სურათებიც კი ჩამოხნენს, წაიყვანეს მოტყუებით კოორდინატორები და რაიონული ხელმძღვანელები. გააკეთეს ის, რაც პუტინისგან ივანიშვილს ჰქონდა დავალებული,“- განაცხადა გოცირიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: