გახარია: დიახ, 20 ივნისს პრემიერი ვიქნები

Nusagi

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

“დიახ, ვიქნები”,- ასე პასუხობს გიორგი გახარია მედიის კითხვას, იქნება თუ არა ის 20 ივნისის აქციის 1 წლის თავზე ისევ პრემიერი.

მან აქვე დასძინა, რომ მედიამ მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე დასმული კითხვებით იმუნიტეტი გამოუმუშავა.

“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს (გახარიას თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე) გავრცელებული. მე მინდა თქვენ მადლობა გითხრათ, იმიტომ, რომ იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს შეკითხვა დასმული.

საბოლოო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი თუ ფერმერი ვიქნები, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ.

ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ, ამიტომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება”, – აცხადებს გიორგი გახარია.

Facebook Comments
%d bloggers like this: