„დავიღალე ყველას პირში ყურებით, თქვენ თუ პირბადეს მოიხსნით, მე ავტომატურად მაკლდება ხელფასიდან თანხა“

Nusagi

თბილისის ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ვმუშაობ ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში. კანონი ხოა, რომ პირბადის გარეშე მაღაზიაში შესვლა აკრძალულია? დავიღალლეე ყველას პირში ყურებით, ვაიმე და ვინმე არ შემომეპაროს. ხალხნო ჩვენც ადამიანები ვართ თქვენ თუ პირბადეს მოიხსნით ავტომატურად მაკლდება რეაგირების არ მოხდენის შემთხვევაში ხელფასიდან თანხა ეს ერთი.

ახლა მეორე ანუ ყოფილა შემთხვევა, მომხმარებელს დავხმარებივართ და მოგვიტანია საჭირო პროდუქტი იმიტომ, რომ პირბადე არ ჰქონდა ,მაგრამ სინდისი ნამუსი სად არიის??? ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი?? დღეს ერთი არ შემოვუშვი, რადგან პირბადე არ ჰქონდა თუ რამე სასწრაფო გინდათ, უცებ მოვიტან თქო. ამან ლუდიო, ესაო, ისაო ჩამომიწერა სია. მეთქი ბატონო, აგერ იყიდება პირბადე და შემობრძანდით, მე მაგდენს ვერ მოგიტან თქო. ამან აყარა კვინტები რას ქვია ვერ მომიტან, შენი მოვალეობაა, პირბადეს არ გაგისაღებო. რა უნიათო და უგულო ხარო ხალხნოოო? 3 მაღაზია მოიარა და არცერთმაა არ გამოუტანა არაფერიი .. ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩვენც ადამიანები ვართ, ვშრომობთ და ვცდილობთ კომფორტული გარემო შეგიქმნათ, მაგრამ არ ვართ მონები და არ ვართ პირუტყვები !!!“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

Facebook Comments
%d bloggers like this: