ტორესა მოსი ოპოზიციას – მართლა რომ მოიგოთ არჩევნები, მინისტრის პორტფელებზე ალბათ სამოქალაქო ომს მოაწყობთ

Nusagi

ამხელა ჩოილარები ვერ თანხმდებით ქეციან მაჟორიტარულ ადგილებზე და ყოველდღიურად ფარჩაკდებით პირადად ჩემს თვალში,-ასე მიმართავს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „შუადღის! წამყვანი ტორესა მოსი ოპოზიციას.

ტელეწამყვანმა ღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა შემდეგ წაშალა.

„#გაერთიანებულიოპოზიცია ერთ მხარეს ხელისუფლება გვეპრანჭება რომ კრიზისი კარგად მართა, ახლა მუშაობს ტურიზმის გახსნაზე, ლარი აღარ გარბის (რის ფასად ცალკე ამბავია, მაგრამ მაინც), სამი მილიარდი მოიზიდა, მოკლედ კუნთებს ათამაშებს და ესაა მისი დღის წესრიგი. მეორე მხარეს ხართ თქვენ და ამხელა ჩოილარები ვერ თანხმდებით ქეციან მაჟორიტარულ ადგილებზე და ყოველდღიურად ფარჩაკდებით პირადად ჩემ თვალში. თქვენ თუ მაჟორიტარებზე ვერ დაწიეთ ამბიციები და ვერ დალაგდით, ჩემ ფეხებს დაალაგებთ მერე ქვეყანას. რისი შემთანხმებლები ხართ ამ ფონზე მართლა საკითხავია. მართლა რომ მოიგოთ არჩევნები თქვენ მერე მინისტრის პორტფელებზე ალბათ სამოქალაქო ომს მოაწყობთ. ასე გამოიყურებით ახლა, იმენა ფარჩაკები ხართ ჯერ-ჯერობით და თქვენ შეიძლება პროცესში ხართ და ამას ვერ გრძნობთ და ვერ ხედავთ, მაგრამ ჩვეულებრივი დასაცინები ხართ და დაგცინით კიდეც ყველა გარშემო (ქოცებს არ ვგულისხმობ). ჯერ კიდევ ცოცხალი დათვის ტყავის გაყოფაზე ხოცავთ ერთმანეთს და ეგ ხომ იცით როგორ მთავრდება, დათვი იმარჯვებს ბოლოს“,-დაწერა ტორესა მოსიმ სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
%d bloggers like this: