მამაკაცთან, რომელმაც ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 მიკრორაიონში უმისამართო სროლა ატეხა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს,-ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მამაკაცი პირველ სართულზე, სახლშია ჩაკეტილი და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. სამართალდამცველი ამბობს, რომ მოლაპარაკებები როგორც პირადად, ისე ტელეფონის საშუალებით მიმდინარეობს. ოჯახის წევრები კი, უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.
Facebook Comments