გახარია: ქართველებს საქართველოში დასვენება და აქ ფულის დახარჯვა უნდა ვასწავლოთ

Nusagi

“დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა, სად სიარული, ამიტომ პირველ რიგში მათ საქართველოში დასვენება და აქ ფულის დახარჯვა უნდა ვასწავლოთ”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უცხოელი ტურისტების მასპინძლობისთვის უნდა მოემზადოს.

“რთული იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის და ვინც ამ პროგრესს შეინარჩუნებს”,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: