forbes- ექსპერტიზით ირკვევა, რომ ჯორჯ ფლოიდს კორონავირუსი ჰქონდა

Nusagi

ჯორჯ ფლოიდს, რომელიც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავების დროს დაიღუპა, სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, COVID-19 ჰქონდა, თუმცა ეს მისი სიკვდილის მიზეზი არ იყო. ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს.

მედიცინის ექსპერტის თქმით, ფლოიდს კორონავირუსი ჯერ კიდევ 3 აპრილს აღმოაჩნდა და სიკვდილის დღესაც ჰქონდა, თუმცა სავარაუდოდ, სიმპტომების გარეშე.

ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში კი, ნათქვამია, რომ ფლოიდს ორგანიზმში ფენტანილი და მეტამფეტამინი აღმოაჩნდა, ასევე კანაბისისა და მორფის შენაერთები. პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ მას ჰიპერტონია და გულის დაავადება ჰქონდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: