აშშ-ს გენერალური პროკურორი: მასობრივ არეულობას უცხო ქვეყნიდან უწყობენ ხელს

Nusagi

აშშ-ს გენერალური პროკურორი უილიამ ბარი აცხადებს, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებს და მასობროვ არეულობას უცხო ქვეყნიდან უწყობენ ხელს. რომელ ქვეყანაზეა საუბარი, ბარმა არ დააზუსტა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის დამამტკიცებელი მასალა არსებობს. 

ბარს რუსეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა, მარია ზახაროვას თქმით, ეს განცხადება ქვეყნის შიდა პრობლემების გარე ფაქტორებზე გადაბრალების მცდელობაა.

ექსპერტების თქმით, გაუგებარია, რატომ იყო რუსეთისგან ასეთი სწრაფი რეაქცია და რატომ მიიღო საგარეო უწყებამ ბარის ნათქვამი საკუთარ თავზე. მათივე თქმით, ბარის სიტყვები უსაფუძვლო არ არის, რადგან „ანტიფა“ ვიღაცისგან ფინანსდება, ეს კი შეიძლება იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას სოროსი აფინანსებდეს, თუმცა აშშ-ს ქუჩებში ახლა ძარცვასა და მაროდიორობას მოსახლეობის აპოლიტიკური ნაწილიც ეწევა. 

ამასთან, Google-ის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჩინეთიდან და ირანიდან კიბერთავდასხმები განხორციელდა. კერძოდ, ჩინელმა ჰაკერებმა ბაიდენის საარჩევნო შტაბის თანამშრომლების კომპიუტერებს შეუტიეს, ხოლო ირანელმა ჰაკერებმა- დონალდ ტრამპის. თუმცა ორივე შეტევა უშედეგო იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: