კრიმინალისტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე აფეთქების ადგილას დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

Nusagi

რიმინალისტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, გარდაიცვალა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

ექსპერტ კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო“ – წერი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა 3 ივნისს მოხდა. ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება 1-ელ ივნისს მოხდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: