საქართველოში ბანკები სალონებს, კაფეებს რესტორნებს, სასტუმროებს და ა.შ კრედიტზე უარს ეუბნებიან

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერის დაპირების მიუხედავად, ბანკები ბიზნესს კრედიტებზე უარს ეუბნებიან და მიზეზად „ხელმძღვანელობის მიერ გაცემული განკარგულება მოჰყავთ“ .

მცირე და საშუალო ბიზნესმენებს ბანკები ასეთი პასუხით ისტუმრებენ: „ბრძანება გვაქვს , არ გავცეთ კრედიტი სალონებზე, კაფეებზე რესტორნებზე , სასტუმროებზე და ა.შ “. მომხმარებელთა თქმით, ბანკები ხშირად არც მეორე 3 თვით უვადებენ კრედიტს და პროცენტს პროცენტზე ამატებენ.

„ამ წუთას მელაპარაკა TBC ბანკის ჩვენი ოფიცერი, რომელსაც გუშინ, უკვე მეათეჯერ ვუთხარით რომ გვინდა 20 000 ლარის კრედიტის აღება იმ ობიექტისთვის რომელსაც TBC- სთან მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს და ამ პერიოდში ოთხი კრედიტი გვაქვს აღებული და უკან დაბრუნებული.
მითხრა რომ ყველანაირად კარგად დაგახასიათეთო, მაგრამ უბრალოდ რესტორნებზე და სასტუმროებზეო საერთოდ არანაირი კრედიტი არ გაიცემაო, გუშინ მივიღეთ ხელმძღვანელობისგან რეგულაციაო.
ვეკითხები და მომუშავე რესტორანიათქო და მაინც არ გაიცემათქო და გამორიცხულიაო. მომუშავეზე ობიექტებზეც იგივე მითითება გვაქვსო.
მემგონი მიზანმიმართულად ძირავენ ამ ბიზნესს.“

„სოფლის მეურნეობისათვის უნდა ნახოთ, გუშინ ველაპარაკე და ზუსტად ეგ მითხრა: უცხო ხომ არ ხარ საბუთები გაგროვებინო და მერე გითხრა უარი, თან ისე გაიზარდა % შენ თვითონ გაიქცევი გინებითო,-წერს შოთა დევნოზაშვილი“.

„ასე რო ხდება ეს ნებისმიერმა ჩემა მეზობელმა იცის და პრემიერმა არ იციის?“,-წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

Facebook Comments

ახალი დადებული