ადამიანი რომელსაც ოჯახი ამოუხოცეს ამბობს, რომ მოკვლით ემუქრებიან, ყურს არავინ იბერტყავს, მათ შორის ადამიანის უფლებებზე გადამკვდარი ორგანიზაციები

Nusagi

სიგიჟე არ არის? ადამიანი რომელსაც ოჯახი ამოუხოცეს, ამბობს, რომ მოკვლით ემუქრებიან, კაცის შვილი ყურს არ იბერტყავს, მათ შორის ადამიანის უფლებებზე გადამკვდარი ორგანიზაციები. მეტიც, ეს ორგანიზაციები წლებია მილიონებს ასხამენ იმ სასტუმროებში უაზრო ღონისძიებების მოსაწყობად, რომლებიც ამ ოჯახის მკვლელებად სახელდებულებს ეკუთვნით, ასევე წლებია იცავენ მათ კუთვნილ პროპაგანდისტულ მედიებს, – ასე ეხმაურება „თეთრი ხმაურის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა წიქარიშვილი ვერაზე ჩავხრილული თორაძეების ოჯახის გადარჩენილი წევრის, თამარ თორაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ბექა წიქარიშვილის თქმით, თამარ თორაძე ამ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანას ერთეული მედიასაშუალებების მეშვეობით ახერხებს.

„ჯერ არ დამიმთავრებია: ქალი რომელიც ამბობს რომ მოკვლით ემუქრებიან, ამ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანას, მხოლოდ ულტრა მემარჯვენე, ნაციონალისტური, გნებავთ ფაშისტური იდეების მატარებლად იდენტიფიცირებული ჯგუფის საინფორმაციო არხის გამოყენებით ახერხებს.

გეთაყვა, მერე უნდა გიკვირდეთ რატომ არ უყვარს ხალხს ნჯო-ები, რატომ სამარდება მორალურად გაბანკროტებული ლიბერალური დემოკრატია, ან რატომ აღზევდა ულტრა ნაციონალიზმი და ექსტრემისტული ჯგუფები?

ან, კორდონის ერთ მხარეს ის ხალხი რომ დადგება ვინც ამ ქალს ალაპარაკებს და მეორე მხარეს ისინი ვინც ამ ქალის მიერ დასახელებულ მკვლელებს თავისუფლების გმირებად რაცხავენ – მართალი მხოლოდ ის ხალხი არ იქნება ვინც ერთს გემრიელად შეაკურთხებს ყველას და ყველაფერს?

# სირცხვილისა და უსამართლობის 30 წელი“,-წერს ბექა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
%d bloggers like this: