საზოგადოება

ვინაიდან ვიმყოფები აშშ-ში, მუქარის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე ადგილობრივი სამართალდამცველი უწყებები

Nusagi

ვერაზე ჩავცხრილული თორაძეების ოჯახის გადარჩენილი წევრი, თამარ თორაძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, ასევე შსს-სა და პროკურატურას მიმართავს.

თამარ თორაძე, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა და ამჟამად აშშ-ში იმყოფება, ამბობს, რომ მის უსაფრთხოებაზე ადგილობრივმა სამართალდალცველებმა იზრუნეს, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში მყოფ მოწმეებს შეიძლება დაემუქროს საფრთხე.

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„თამარ თორაძის მიმართვა საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს,

როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 24 მარტს შევიტანე საჩივარი საქართველოს პროკურატურაში, 1992 წლის 3 მარტს მომხდარი საზარელი მკველობის გამოძიების განახლების მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 3 მარტს ვერელი საძმოს მიერ განხორცილდა ჩემი ოჯახის გენოციდი, რომლის დროსაც საშინელი სისასტიკით დახვრიტეს ჩემი მშობლები და სამი ძმა. ჩემი ორი ძმა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, ჩემს თვალწინ დახვრიტა და საკონტროლო ტყვიები დაახალეს გიორგი (ჟორიკა)რურუამ და გიორგი რამიშვილმა (ზარალა).

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მედია საშუალებით – „ალტ-ინფო“, ღიად ვამხილე ის ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ჩემი ოჯახის წევრების მკვლელობასთან. ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ჩემს მიმართ განხორცილდა მუქარა და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ვინაიდან მე ამერიკის მოქალაქე ვარ და ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღნიშნული მუქარის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი უწყებები, რის საფუძველზეც მათ უზრუნველყვეს ჩემი უსაფრთხოება.

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მსგავსი საფრთხე დაემუქრა საქართელოში ყველა იმ მოწმეს, რომელებმაც გამოთქვეს მზადყოფნა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ამიტომ, მე მოგმართვთ თხოვნით თქვენ, როგორც სახალხო დამცველს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოთ ჩემი მოწმეების უსაფრთხოება საქართველოს ტერიტორიაზე“,-ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, 1992 წელს ვერაზე დახოცეს ერთი ოჯახის 5 წევრი – დედა, მამა და სამი ძმა. მოგვაინებით კი, ორი ძმა მოიტაცეს, მათი ბედი დღემდე უცნობია.თამარ თორაძემ, რომელიც მაშინ მკვლელებს გადაურჩა, აშშ-ში თავშესაფარი მიიღო. მან დუმილი 2015 წელს დაარღვია და მომხდარი დეტალურად აღწერა წიგნში „ვერელი თორაძეები“. თამარ თორაძე ამბობს, რომ მათ სახლში შევარდნილ მკვლელებს შორის იყვნენ გიორგი (ჟორიკა) რურუა, „ზარალა“ იგივე გიორგი რამიშვილი, ლერი სულაბერიძე და გოგა ზამთარაძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,982 ნახვა
%d bloggers like this: