“საზოგადოებას მივმართავ, ისედაც დატვირთული, უამრავი ცხოვრებისეული პრობლემებია და მომავალ ტალღაზე საზოგადოება ნუ იფიქრებს..” – ცერცვაძე

Nusagi

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მოსახლეობამ COVID-19-ის მეორე ტალღაზე არ უნდა იფიქროს.

მისი თქმით, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ქართული კლინიკური სექტორი დაავადებების იმ რაოდენობას, რომელიც იყო გაუმკლავდა უნაკლოდ და უპრობლემოდ.

“მთავარი რეკომენდაცია იქნება ის, რომ ჯერეჯრობით, ნუ ვიფიქრებთ ახალ ტალღაზე, იმიტომ რომ არავინ იცის, როგორი იქნება ის ახალი ტალღა. საზოგადოებას მივმართავ, თორემ ჯანდაცვის ორგანოებმა უნდა იფიქრონ და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად  მოვემზადოთ მეორე ტალღისათვის. ისედაც დატვირთული, უამრავი ცხოვრებისეული პრობლემებია და მომავალ ტალღაზე საზოგადოება ნუ იფიქრებს. ჯერჯერობით ვისიამოვნოთ იმით, რაც უკვე გვაქვს მიღწეული. ჩემი რეკომენაცია იქნება, რომ ის მინიმალური უსაფრთხოების პირობები, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უკვე გამოიმუშავა. ეს შევასრულოთ ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძლებითი საგანგებო ზომების გარეშე.

მეორე – ვიყოთ მშვიდად ფსიქოლოგიურად. როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ქართული კლინიკური სექტორი დაავადებების იმ რაოდენობას, რომელიც ჩვენ გვქონდა უმკლავდება უნაკლოდ, უპრობლემოდ და გაუმკლავდება ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ მეტს. არ ვიცი, რა იქნება 100-ჯერ მეტი რომ იყოს. მიიღონ თუნდაც დაინფიცირების რისკი ჩვეულებრივ მოვლენად, ისე, როგორც შეიძლება დაგვემართოს ჩვეულებრივი გრიპი, დიარეული დაავადება. გარანტირებულად ჩათვალონ თავი, რომ მათ არ დაემართებათ, მაგრამ თუ დაემართებათ, დახვდებათ ისე საათივით აწყობილი ჰოსპიტალური სექტორი, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება”– განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: