ხელოვნება და კულტურა

საქართველოს კულტურის პალატასთან სათათბირო ორგანო – “ხელოვანთა დარბაზი” იქმნება

Nusagi

საქართველოს კულტურის პალატასთან “ხელოვანთა დარბაზი” იქმნება,-ამის შესახებ კულტურის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ხელოვანთა დარბაზი საქართველოს კულტურის პალატის სათათბირო ორგანო იქნება.

“ხელოვანთა დარბაზი” გააერთიანებს საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს ყველა წარმომადგენელს შეუზღუდავად. ხელოვანთა დარბაზი განთავსდება საქართველოს კულტურის პალატის ოფისის მიმდებარე დარბაზში. მისამართი: თბილისი, მელიქიშვილის გამზირი 1. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის შესასვლელის მარჯვნივ. ყველა შემოქმედს, ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენელს ექნება საშუალება, შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრონ და იმსჯელონ საქართველოს კულტურის და ხელოვნების საკითხებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე. წარუდგინონ წინადადებები და ახალი იდეები საქართველოს კულტურის პალატას, რომელიც თავის მხრივ იზრუნებს იშუამდგომლოს საქართველოს ხელისუფლებასა და კერძო კომპანიებთან წამოჭრილი საკითხების დადებითად გადაწყვეტის მიზნით“,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,192 ნახვა
%d bloggers like this: