დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან

Nusagi

„ქართული ოცნების“ გუნდში ვიმსჯელეთ და გუნდის უმრავლესობის განწყობა იყო, რომ ეს 50 ლარი შეგვემცირებინა. შესაბამისად, დღეს კომიტეტზე შევამცირეთ 50 ლარიანი სანქცია და გათვალისწინებული იქნება 20 ლარი იმ შემთხვევაში, თუკი ფიზიკური პირი საჯარო თავშეყრის ადგილში პირბადის ტარების წესს დაარღვევს, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს დაარღვევს პირბადის ტარების წესს. ასევე, 20 ლარით იქნება გათვალისწინებული პასუხისგება თუკი ტაქსით გადაადგილების დროს მძღოლი ან მგზავრი დაარღვევს პიბადის ტარების წესს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, იურიდიული პირებს, რომლებიც ამ ვალდებულებას დაარღვევენ და მოხდება საჯარო თავშეყრის, დახურულ ადგილებში ფიზიკური პირების პირბადის გარეშე დაშვება, გათვალისწინებულია 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: