სნუპ დოგმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა ცხოვრებაში პირველად გადაწყვიტა

Nusagi

ცნობილი ამერიკელი რეპერის სნუპ დოგის განცხადებით, მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა პირველად გადაწყვიტა. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, რეპერი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია, მაგრამ წელს ამის შეცვლას აპირებს.

„მრავალი წლის განმავლობაში მჯეროდა, რომ თუ კრიმინალური წარსული გაქვს არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებ“, – თქვა რეპერმა, რომელიც იარაღის და ნარკოტიკების შენახვისთვის იყო ნასამართლევი. სნუპ დოგმა აღნიშნა, რომ წელს ქვეყნის მოსახლეობამ რაღაც უნდა შეცვალოს, ამიტომ თავის არჩევანს აუცილებლად გააკეთებს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება. ქვეყნის მოქმედ მეთაურს, დონალდ ტრამპს კონკურენციას დემოკრატი ჯო ბაიდენი გაუწევს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: