ბიძინა კულუმბეგოვი: მთელი დღე პირბადის ტარება რთულია, მაგრამ გთხოვთ – გაუძელით

Nusagi

რა თქმა უნდა პირბადის მთელი დღე ტარება დამღლელია, მეც მთელი დღე პირბადით გავატარე, მაგრამ ჩვენ ამას ვუძლებთ რომ ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე ვიდგეთ, გთხოვთ – თქვენც გაუძელით, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ ინფექციის ფართო გავრცელებას საფუძველი არ მივცეთ და ჩასაფრებული მტერი, რომელიც ჩვენთან არის და არსად წასულა, ბოლომდე დავამარცხოთ და ლელო დავდოთ. ამიტომ ნიღაბს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ის სოციალური ქცევის ნაწილია, ის კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ცალკე არ უნდა განვიხილოთ. ნიღაბს ყველა შემთხვევაში აქვს დამცველობითი მნიშვნელობა. გარე სივრცეში, სადაც შესაძლებელი არაა სოციალური დისტანცირების უზრუნველყოფა, ნიღაბი იქაც გავიკეთოთ.

ერთმა დაუდევარმა ადამიანმა შეიძლება ახალი კერა და კლასტერი გააჩინოს, რომლის მართვა ძალიან რთულია. რამდენი შრომა უწევთ ეპიდემიოლოგებს, დავეხმაროთ ამ ხალხს, რომლებმაც ასე რუდუნებით და თავდაუზოგავი შრომით მოგვიყვანეს აქამდე. მენანება მათი შრომა წყალში არ ჩაიყაროს. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად სოლიდარულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ და ვირუსს არ მივცემთ უფლებას, რომ ჩვენთან ისე გავრცელდეს, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: