კლიმატის ცვლილებები გარდაუვალია – ბევრი ეპიდემიოლოგიური და პანდემიური სიტუაცია განვითარდება

Nusagi

საქართველოს „მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები“ – საქართველოს თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, დედამიწაზე კლიმატის ცვლილებები შეუქცევადი პროცესია, რაც თავის მხრივ, ახალ დაავადებებს და პანდემიების წარმოქმნას შეუწყობს ხელს.

„კლიმატის ცვლილებები გარდაუვალია და მისი შეჩერება შეუძლებელია. ბიოლოგები ვვარაუდობთ რომ კიდევ ბევრი ეპიდემიოლოგიური და პანდემიური სიტუაციები განვითარდება. სახელმწიფოებს ისღა დარჩენიათ, რომ კარგად მოემზადონ შემდეგი ეტაპებისთვის“, – განაცხადა ბიოლოგმა.

მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის გამო საქმიანობის შეჩერება მოუხდათ, გაჩერებულ პერიოდს ახლა ინაზღაურებენ და ამით ბუნებას დიდი ზიანი ადგება.

„ბიზნესმენები, რომლებიც ვირუსის პერიოდში ვერ ახერხებდნენ წარმოებას ახლა განვლილი დროის ანაზღაურება უნდათ, მაგალითად ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმართეს კიდევაც რომ გარემოს დაცვის შესახებ დაწესებული რეგულაციები შეემსუბუქებინათ და საქმიანობა უფრო გამარტივებოდათ, საბედნიეროდ ასეთი რამ საქარველოში არ მომხდარა, რაც მთავრობისა და არასამთავრობო ორგანზაციების დამსახურებაა“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: