მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაში პრემიერის კანდიდატზე საუბარი როგორც კი დაიწყეს, განხეთქილებაც იქვე წარმოიშვა, ფაქტია, რომ ერთმანეთში ვეღარ ლაგდებიან

Nusagi

ოპოზიციაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი როგორც კი დაიწყეს, განხეთქილებაც იქვე წარმოიშვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის ასევე გამოეხმაურა პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგა ბოკერიას თავად სურს პრემიერ-მინისტრობა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციურ ძალებს შორის მოლაპარაკების პროცესში ვინც კი რაიმე თანამდებობაზე პრეტენზია გამოთქვა, მას თავად ოპოზიცია დაესხა თავს. „ვინც განაცხადა გარკვეული პრეტენზია, ყველას თავად დაესხნენ თავს. ასე მოუვა გიგა ბოკერიასაც, მიუხედავად იმისა, რომ „ევროპულ საქართველოში“ რეალური ლიდერი გიგა ბოკერიაა. ჩამოყალიბდნენ და მერე გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით კომენტარები, თორემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს თუ ერთი ოდიოზური პოლიტიკოსი ეყოლებათ და ხვალ – მეორე, ყოველ დღე ცოტა გაგვიჭირდება. ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთში ვეღარ ლაგდებიან როგორც კი პარლამენტში ადგილების დანაწილება და ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე საუბარი დაიწყეს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი როგორც კი დაიწყეს, განხეთქილებაც იქვე წარმოიშვა,“ – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: