სასამართლომ მინეაპოლისის პოლიციას გამგუდავი მეთოდით ეჭვმიტანილების დაკავება აუკრძალა

Nusagi

მინესოტას შტატის სასამართლომ მინეაპოლისის პოლიციას აუკრძალა გამგუდავი მეთოდით ეჭვმიტანილების დაკავება. გადაწყვეტილება აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას უკავშირდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიციელებმა ხელმძღვანელობას უნდა აცნობონ, თუ მათი კოლეგა მსგავს მეთოდს იყენებს. მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ვალდებული არიან ჩაერიონ, თუ მსგავს ფაქტს ექნება ადგილი სხვა პოლიციელის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ისევე გაასამართლებენ, როგორც ძალადობის ჩამდენს.

ახალი რეგულაციებით, პროტესტის დროს პოლიციას ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენება მხოლოდ პოლიციის უფროსის ან მისი მოადგილის ბრძანების შემთხვევაში აქვთ.  

უფლებადამცველი რებეკა ლუსერო ინტერვიუში ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აფროამერიკელებისა და აშშ-ს ძირძველი მოსახლეობის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. ისინი წლების განმავლობაში რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ,-აცხადებს ლუსერო. 

Facebook Comments
%d bloggers like this: