სატანური კლასტერის წევრებო ნება რომ მოგცენ, მთელს საქართველოს დაბლოკავთ

Nusagi

ნება რომ მოგცენ, ალბათ მთელს საქართველოს დაბლოკავთ, გაანადგურებთ, მაგრამ კიდევ კარგი უმცირესობაში ხართ და უბრალოდ ვერ გვაჯობებთ,-ასე მიმართავს ნინო გელაშვილი იმ ადამიანებს, ვინც facebook-ს ბადრი ვადაჭკორიას გვერდები დააბლოკინა.

დენდროლოგიურ პარკში გადაღებულმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და დიდი პოპულარობა მოიპოვა, თუმცა ფოტოების ავტორის გვერდები, მათ შორის 50 000 გამომწერით, facebook-მა სავარაუდოდ, საქართველოდან გაგზავნილი „რეპორტების“ გამო დაბლოკა. 

„ბადრი ვადაჭკორია დაბლოკეს იმიტომ, რომ შეკვეთილის დენდროპარკის სურათები გადაიღო და თავის გვერდზე დადო, რათა ხალხს ენახა. ვინც ეგ იკადრა, ხომ გაქვთ ხელი მოსაჭრელი, ტყუილი გადაიღო, მოიგონა, ფეიკი გაავრცელა თუ რა?
თქვენ მართლა სატანური კლასტერის წევრებო( ზუსტად ასეთები ხართ) ნება რომ მოგცენ ალბათ მთელს საქართველოს დაბლოკავთ, განადგურებთ, მაგრამ კიდევ კარგი უმცირესობაში ხართ და უბრალოდ ვერ გვაჯობებთ.
დიახ, საქართველო გაიმარჯვებს და თქვენი მავნებლობის მიუხედავად მაინც წინ წავა
ამიტომ შოთა რუსთაველი იკითხეთ ხშირად.
“ბოროტსა სძლია კეთილმაო!” _ განსაკუთრებით ეს აფორიზმი!

#ბადრივადაჭკორი სუპერ ხელოვანი ბრძანდებით“,-წერს ნინო გელაშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: