ჯო ბაიდენი – ჯორჯ ფლოიდი სამყაროს შეცვლის

Nusagi

ჯორჯ ფლოიდი სამყაროს შეცვლის, – ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატმა“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არაჩვეულებრივი ოჯახია, მისი გოგონაც იქ იყო, ის, რომელმაც განაცხადა: „მამიკო სამყაროს შეცვლის“ და მე ვფიქრობ, რომ მისი მამიკო სამყაროს შეცვლის. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც აქ მოხდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ამერიკის ისტორიაში სამოქალაქო თავისუფლების, სამოქალაქო უფლებების და უბრალოდ, ადამიანების მიმართ ღირსეული დამოკიდებულების კუთხით,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა CBS-სთან ინტერვიუში.

ჯო ბაიდენი აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა, ბენჯამინ კრამპმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

ჯორჯ ფლოიდს დღეს მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალავენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: