SIEMENS- კახური მწვადი ბერლინის რესტორნებში სენსაციას გამოიწვევდა- ცნობილი ბრენდის დამაარსებლის „მოგონებები“ ქართულ ენაზე გამოიცა

Nusagi

ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა, საერთაშორისო ბრენდ “SIEMENS”ის დამაარსებელმა ვერნერ ფონ სიმენსმა მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე იმოგზაურა საქართველოში, შეიყვარა ეს ქვეყანა და მის შესახებ მსოფლოს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში  “მოგონებები” მოუთხრო.

წიგნი, რომელიც 12-ჯერ გამოიცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ქართულ ენაზე წელს პირველად ითარგმნა. 

მოგონებებში სიმენსი წერს: “კავკასია  –  ეს   არის  ცივილიზაციის  უძველესი  სამშობლო,  მისი ცენტრი  კი  სამოთხის მსგავსი თბილისია”.

ავტორი დიდ ადგილს უთმობს საქართველოში თავის ცხოვრებას, მოგზაურობას და მოღვაწეობას. აღწერს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, საუბრობს საქმეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე,  ნადირობაზე, ქართულ ლხინზე, ქართულ სამზარეულოზე. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც აღწერს ამ პერიოდის ევროპულ-ქართულ ურთიერთობებს. 

სიმენსის ძმები, ვალტერი და ოტო, სხვადასხვა დროს, გერმანიის კონსულები იყვნენ საქართველოში. ისინი დაკრძალული არიან თბილისში. ვერნერ სიმენსის არქივის ერთ ერთ ფოტოზე თბილისის ხედით, ხელითაა მიწერილი: “ეს არის ქალაქი, სადაც მე დავტოვე ჩემი ღვიძლი ძმები – ვალტერი და ოტო”.

2020 წელს „მოგონებები“ კულტურის კვლევის ასოციაციის მიერ, ქართულ ენაზე გამოიცა, თუმცა პრეზენტაცია ეპიდემიური სიტუაციის გამო, არ ჩატარებულა. ნაშრომის ქართველ მკითხველამდე მიტანის იდეა ეკუთვნის ისტორიკოს მკვლევარ მანანა ნიქაბაძეს, თარგმანი კი, ავსტრიის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, მაია ბადრიძეს. წიგნის გამოცემაში წვლილი შეიტანეს დედაქალაქის მერიამ, საქართველოში სიმენსის ფონდმა და რუსთავის “აზოტმა“.

მკითხველებს სიმენსის “მოგონებების“  შეძენა „სანტა ესპერანსას“ მაღაზიათა ქსელში შეუძლიათ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: