გაერო-ს გენერალური მდივანი: დიდი ალბათობით, გლობალური კრიზისი დადგება

Nusagi

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბოლო 50 წლის განმავლობაში საკვების ყველაზე დიდ კრიზისში შედის, ამის შესახებ The Guardian იუწყება. 

გუტერეშის თქმით, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული დამღუპველი შედეგების და საკვების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. მისივე თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ მალე ღარიბები ძირითადი საკვები პროდუქტის ყიდვასაც ვეღარ შეძლებენ.  

„თუ არ იქნება სასწრაფო ზომები მიღებული, დიდი ალბათობით, გლობალური კრიზისი დადგება, რომლის შედეგებსაც მილიონობით ბავშვი და უფროსი იგრძნობს“.-განაცხადა მან.

გუტერეშის გათვლებით, წელს 50 მილიონამდე ადამიანი ეკონომიკის რეცესიის გამო, „უკიდურესად ღარიბის“ კატეგორიაში მოხვდება. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე სერიოზული გავლენა კრიზისს ბავშვებზე ექნება, რადგან არასწორი კვების გამო, მომავალში მათ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა განუვითარდებათ.

Facebook Comments
%d bloggers like this: