გიორგი გახარიამ დაასახელა ქვეყნები, საიდანაც ტურისტების შემოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

Nusagi

გიორგი გახარიამ ნიქოზში, ფერმერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დაასახელა ქვეყნები, საიდანაც ტურისტების შემოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან.

„ახლა არის შიდა ევროპული პროცესი, რომლის გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს ნაბიჯს გადავდგამთ. მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე დიდი ფასეულობა არის ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება, ის, რაც ჩვენ შევძელით და ეკონომიკა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, ამ მიღწევებს ჩვენ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

როგორც ცნობილია 1-ლი ივლისიდან, საქართველო გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

Facebook Comments
%d bloggers like this: