კახა კალაძე: არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებენ, რადგან ინციდენტიც არ ყოფილა

Nusagi

არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებენ, რადგან ინციდენტიც არ ყოფილა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მას კითხვით მიმართეს, ელოდება თუ არა, რომ ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველები გამოძიებას დაიწყებენ.

კალაძის თქმით, აქტივისტი მერიაში იმყოფებოდა და ავტოგრაფიანი მაისურიც მიიღო.

„არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებს იმიტომ, რომ ინციდენტიც არ ყოფილა. პირიქით, კონკრეტულმა ადამიანმა, ვისზეც თქვენ საუბრობთ, მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ ისინი ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და არ ეცემათ. სხვათა შორის, ჩემთანაც იყო მერიაში მოსული და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, ავტოგრაფიანი მაისური მიიღო“, – განაცხადა კალაძემ.

ინციდენტი 5 ივნისს, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში რეაბილიტირებული სკვერის გახსნისას მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე „ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა „შეცვალეს” წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია”. აღნიშნულის შემდეგ, მერის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: